ბათუმში 22-ე საჯარო სკოლა დაიკეტა. მიზეზი კოვიდ 19-ია. კერძოდ, სკოლის მასწავლებელს ვირუსი დაუდასტურდა.
როგორც ფორმულას სკოლის დირექტორმა განუცხადა, ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები, ხოლო მასწავლებელთან კონტაქტში მყოფმა პირებმა ტესტირება ჩაიტარეს.
მისი თქმით, მასწავლებელი პარასკევის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა.
დღეს, 10 სექტემბერს, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში გამოვლინდა. ინფორმაცია ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 830 შემთხვევაა გამოვლენილი, 19 პირი კი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.
