დაუმორჩილებლობის აქციაზე ბათუმში 11 ადამიანი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
დაუმორჩილებლობის მარში ბათუმში, გმირთა ხეივანში მოეწყო - აქციის მონაწილეები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და დემონსტრაციით კომენდანტის საათს ეწინააღმდეგებიან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არსებული შეზღუდვები ადამიანებზე ზრუნვას არ ემსახურება. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანა ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნას.