logo
ENG



ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

06 იან 202317:41
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

დაჭრილის მამის განცხადებით, კონფლიქტი მანქანის პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც მის შვილს სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, 29 წლის კაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა