logo
ENG



ბათუმში დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება

08 აპრ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში კოვიდ-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ჯამში გამოკვლევა მასთან კონტაქტში მყოფ 16 პირს ჩაუტარდა, მათ შორის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, აქედან 5 პასუხი კი, დადებითი იყო. ახალ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ხოლო სამი მისი მშობლების მეზობლები, რომლებიც ქობულეთში ცხოვრობენ. ინფიცირების დადასტურებამდე ქალბატონი სწორედ ქობულეთში იმყოფებოდა.

„ხუთივე ინფიცირებული გახლავთ ბოლოს დადასტულრებული შემთხვევის კონტაქტირებული პირები. ეს გახლავთ ის შემთხვევა, რომლის ინფექცირების წყარო ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული. მას უკავშირდება როგორც სამედიცინო პერსონალის კონტაქტები, ასევე ქობულეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის, სამეზობლოს კონტაქტები“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

ჯამში, 60 წლის ქალთან კონტაქტში მყოფი 37 პირია დადგენილი, საიდანაც 17 მედპერსონალია. კლასტერთან დაკავშირებული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

close დახურვა