ბათუმში ერთ-ერთი კორპუსიდან 30 წლამდე კაცი გადმოვარდა.
ის ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი მაღალ სართულზე სარეკლამო ეკრანს ამონტაჟებდა. შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა.
გარდაცვლილი ერთ-ერთ კომპანიაში IT სპეციალისტად მუშაობდა.
დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. თუმცა, მის მოვალეობებში კონკრეტული სამუშაოს შესრულება არ შედიოდა.
მომხდარს შსს იძიებს.