logo
ENG



ბათუმში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

03 იან 202412:32
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული კაცი დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, კაცმა ცოლი ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ კაცი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა