ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა. ის კლინიკა მედცენტრში მკურნალობდა.
ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი სახლიდან კლინიკაში 31 აგვისტოს გადაიყვანეს.
"დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადმყოფობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე", - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ - 7 563.