ბათუმში სათნოების სახლ "სავანეში" მცხოვრებმა 11-მა ხადაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ამჟამად სათნოების სახლში მცხოვრები 10-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
დღეს, 9 ოქტომბერს კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 190 აჭარაში, ხოლო 179 თბილისში გამოვლინდა. 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.