ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მათი ცნობით, მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა ეზოში იპოვეს. რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, ის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, მე-19 სართულზე ნახეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფორმულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.