პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის აღიარებას არასამთავრობო სექტორი შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ სისტემა რეფორმას საჭიროებს. ამ თემაზე განცხადება ჟურნალისტებთან დღეს "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია გენერალურმა ინსპექციამ ამ საკითხის მოკვლევა დაიწყოს. პატარაია განმარტავს, რომ გარდა კონკრეტული სამართალდარღვევებისა, ქალებთან მიმართებაში საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემებთან და აღნიშნულს ადასტურებს დაწინაურების პრობლება.
"მიმაჩნია, რომ მთავარმა პროკურორმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და მთელი რიგი პრაქტიკებია შესაცვლელი, რათა ის პრობლემები აღმოიფრქვას, რაზეც სალომე საუბრობს. დაწყებული იქიდან, რა მდგომაროებაში რა პირობებში უწევთ ქალ პროკურორებს მუშაობა, რომ დაწინაურების პრობლემები აქვთ და სხვა ტიპის პრობლემები აქვთ,-"აცხადებს უფლებადამცველი ბაია პატარაია.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ღია განცხადებას, სდაც ის უწყების დატოვების შემდეგ იქ არსებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს, ანა დოლიძეც გამოეხმაურა. ის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
"სალომე ადეიშვილმა შიგნიდან ამხილა სისტემა,"- განაცხადა ანა დოლიძემ.