logo
ENG



ბაიბა ბრაჟემ პერსონა ნონ გრატთა სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქის შეყვანა გადაწყვიტა

20 დეკ 202423:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/20/k43g2sm37vjkf0e.jpg

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შეიყვანოს. 

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში.

ლატვიაში პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დგინდება", - წერს ბრაჟე X-ზე.


close დახურვა