ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას - ასე მიმართა მსოფლიოს ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის დედაქალაქიდან. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და ეს მოხდა მაშინ, როცა ქვეყანაში ომია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრას ნაყოფიერი და გადამწყვეტი უწოდა, რაც ბრძოლის ველზე მოიტანს შედეგებს.