logo
ENG



ბაიდენის თქმით, Twitter მსოფლიოში ტყუილს ავრცელებს

05 ნოე 202211:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/dmwc1zk5n4xgkh8.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ილონ მასკმა იყიდა სოციალური ქსელი Twitter, რომელიც მთელ მსოფლიოში ტყუილს ავრცელებს.

4 ნოემბერს Twitter-მა თავისი თანამშრომლების ნახევარი გაათავისუფლა, მაგრამ როგორც განაცხადეს, შემცირება ნაკლებად შეეხო გუნდს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზეა პასუხისმგებელი.

საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე ბაიდენმა თქვა:

"და ახლა რა გვაწუხებს ყველას: ილონ მასკი მიდის და ყიდულობს იმას, რაც მთელ მსოფლიოში ტყუილს ავრცელეს... ამერიკაში აღარ არიან რედაქტორები. აღარ არსებობენ. როგორ უნდა ავუხსნათ შვილებს, რა დევს სასწორზე?' - თქვა ბაიდენმა.


close დახურვა