logo
ENG



ბაიდენი: ამ წუთებში ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა

07 იან 202101:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/e2r4skkzsv5azzy.jpg

ამ წუთებში ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. არაფერი მსგავსი უკანასკნელ წლებში არ გვინახავს. თავდასხმა ხორციელდება თავისუფლების ციდატელზე, თავად კაპიტოლიუმზე. თავდასხმა ხორციელდება ხალხის წარმომადგენლების და კაპიტოლიუმის პოლიციის წინააღმდეგ, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ მათ დაიცავდნენ. თავდასხმა ხორციელდება იმ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც რესპუბლიკის ცენტრში მუშაობენ.

მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, კაპიტოლიუმის შენობაში ამტყდარი ქაოსი არ გამოხატავს ნამდვილ ამერიკას. ეს არ წარმოგვაჩენს ჩვენ ისეთებად, როგორებიც ვართ. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების მცირე ჯგუფს, რომლებიც უკანონობას ერთგულებენ. ეს არ არის ღირსეული ქცევა. ეს არის უწესრიგობა. ეს არის ქაოსი და ძალიან ახლოს დგას აჯანყებისკენ მოწოდებასთან. ეს ყოველივე დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. 


close დახურვა