logo
ENG



ბაიდენი: მხარს ვუჭერ ორი დიდი დემოკრატიის უძლიერეს თავდაცვით ალიანსში გაწევრიანებას

19 მაი 202221:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/bn12vgohyheu54v.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მათი ალიანსში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ქვეყნები ბევრ საკითხში აშშ-ის ახლო პარტნიორები არიან.  

„დღეს მე ამაყად მივესალმები და აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ორი დიდებული დემოკრატიისა და ორი ახლო, დიდი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის განაცხადებს, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი თავდაცვით ალიანსთან შეერთების შესახებ. ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა იყენებს საკუთარ სუვერენულ უფლებას, რასაც ყველა ქვეყანა ფლობს, რომ გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთის ჯარები დიდი ხანია ალიანსის ძალებთან ერთად იბრძვიან და ახლა უკრაინის დახმარებაშიც აქტიურად არიან ჩართული.

„ფინელი და შვედი სამხედროები უკვე იბრძოდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალების მხარდამხარ კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. და ორივე, ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობს აშშ-სთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კონგრესში შეიტანს ორივე ქვეყნის წევრობის განაცხადის შესახებ ანგარიშს, რათა სენატმა სწრაფად განიხილოს და მხარი დაუჭიროს.

თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღების დასადასტურებლად აშშ-ის სენატის მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო.


close დახურვა