logo
ENG



ბაიდენი: პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა

22 აპრ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე, თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა. ამის შესახებ ბაიდენი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

"პუტინმა ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული ამბიციები ბრძოლის ველზე. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებსაც მამაცი უკრაინელი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას", - წერს ბაიდენი.

ბაიდენმა დასძინა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უტყუარ გზავნილს უგზავნიან პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.

„ჩვენი ერთობა სახლში და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს - ის ვერასდროს შეძლებს მთელ უკრაინაზე ბატონობას და ოკუპაციას. ასე არ მოხდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.


close დახურვა