logo
ENG



ბაიდენი: უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა

14 სექ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/lkb6a9hwasqvo5z.jpg

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტი დგას, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან რთული სათქმელია.

"აშკარაა, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა," - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სექტემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 8000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.


close დახურვა