აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტზე ისაუბრა.
მისივე თქმით, საბრძოლო მასალის გარდა ახალ პაკეტში იქნება მძიმე არტილერია და დრონები.
"დღეს დამატებით 800 მილიონის დახმარების პაკეტს ვაწერ ხელს. ამაში შედის სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის იქნება განკუთვნილი. მათ შორის, ტექნიკური დრონები. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ რეკორდული სისწრაფით გავაგზავნეთ შეიარაღება უკრაინაში, მათ შორის, NATO-სთან თავსებადი სხვადასხვა ტიპის შეიარაღება", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ, ასევე გამოაცხადა ახალი პროგრამა სახელწოდებით "გაერთიანებულები უკრაინისთვის", რომელიც უზრუნველყოფს გამარტივებულ პროცესს უკრაინელი ლტოლვილებისთვის.