ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე ფასს გადაიხდის.
"მე არ ვისაუბრებ დაზვერვის მონაცემებზე, თუმცა რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს", - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე, ბაიდენმა რუსეთიდან აშშ-ში ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი აკრძალა. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დიდი შვიდეული რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს სანქციებს დაუმატებს.