logo
ENG



აშშ კრძალავს ზღვის პროდუქტების, არყისა და ბრილიანტის იმპორტს რუსეთიდან

11 მარ 202219:50
3 წუთის საკითხავი
clock 1222
აშშ კრძალავს ზღვის პროდუქტების, არყისა და ბრილიანტის იმპორტს რუსეთიდან

აშშ აკრძალავს ისეთი ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების იმპორტს რუსეთიდან, როგორიცაა არაყი და ხიზილალა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა. 

ბაიდენმა თქვა, რომ დიდი შვიდეული რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს სანქციებს დაუმატებს.

"დიდი შვიდეული აძლიერებს ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე. ჩვენ სიაში ოლიგარქებისა და მათი ოჯახების ახალ სახელებს ვამატებთ სიაში.

ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ჰპარავენ რუს ხალხს და ცდილობენ თავიანთი ფულის დამალვას ჩვენს ქვეყნებში. ისინი იმ კლეპტოკრატიის ნაწილი არიან, რომელიც არსებობს მოსკოვში და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი.

სანამ ჩვენ მათ სუპერ იახტებსა და აგარაკებს ვებრძვით, რომელთა ღირებულება ასობით მილიონი დოლარია, ჩვენ ასევე გავართულებთ მათთვის, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული მაღალი კლასის პროდუქციის შეძენას, ავკრძალავთ მათ ექსპორტს რუსეთში.

ეს არის უკანასკნელი ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ", - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს რუსეთს გაუუქმოს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი.

"ყველაზე უპირატესი ქვეყნის" სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით ვაჭრობაზე - დაბალი ტარიფებით, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერითა და მაქსიმალურად დაშვებული იმპორტი", - განმარტა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ეს გაურთულებს რუსეთს აშშ-სთან და სხვა ქვეყნების მიერაც ამის გაკეთება რუსეთს მსოფლიოს ეკონომიკის ნახევართან ვაჭრობას გაურთულებს. ბაიდენის ეს გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

 


close დახურვა