აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს სთხოვს, 9,25 მილიარდ დოლარს კორონავირუსთან საბრძოლველად და დამატებითი დაფინანსების სახით 37,7 მილიარდ დოლარს უკრაინის რუსეთთან ომში მხარდასაჭერად. ინფორმაციას Reuters-ი შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვს 750 მილიონ დოლარს სხვადასხვა ინფექციურ ბრძოლებთან საბრძოლველად და დამატებით თანხას ბუნებრივ კატასტროფებთან გასამკლავებლად.
"კონგრესს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულება გადაწყვიტოს სამი დამატებითი საკითხი, რასაც გააჩნია კრიტიკული დაფინანსების საჭიროება, რამაც უნდა მოიპოვოს ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა კორონავირუსისგან და გლობალურად სიცოცხლის გადარჩენა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ერის დახმარება დამანგრეველი მოვლენებისგან, ბუნებრივი კატასტროფებისგან დახმარებაში", - თქვა თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა შალანდა იანგმა.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ფინანსური დახმარება, რომლის გამოყოფასაც ითხოვენ უკრაინისთვის, მოხმარდება თავდაცვის აღჭურვილობას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერას.