logo
ENG



ბაიდენი პრიგოჟინის აჯანყებაზე: ეს არის რუსეთის სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლის ნაწილი

27 ივნ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/0628oyfvacjm8lv.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის 24 ივნისის აჯანყება რუსეთის სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლის ნაწილია.

"მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული ვართ პარტნიორები ჩვენს რეაგირებაში. ისინიც მეთანხმებიან, რომ არანაირი საბაბი არ უნდა მიგვეცა პუტინისთვის, რომ ამაში დასავლეთი და NATO დაედანაშაულებინა. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვმონაწილეობდით და არაფერი გვესაქმებოდა ამასთან. ეს არის რუსეთის სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლის ნაწილი. შედეგებს ვნახავთ, მაგრამ რაც მოჰყვება შემდგომში, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედებთ და შევაფასებთ სიტუაციას", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა