logo
ENG



ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა

13 აპრ 202201:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/5xs331wpuusirmo.jpg

აიოვაში ტარიფებზე საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა "გენოციდი.

როგორც ბაიდენმა თქვა, ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, "ჩაიდენს თუ არა დიქტატორი გენოციდს" სხვა ქვეყანაში.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის ავსება - არაფერი აქედან არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი სამყაროს იქით", - განაცხადა ბაიდენმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს.

მას შემდეგ, რაც კიევის ოლქიში ქალაქი ბუჩა რუსებისგან გათავისუფლდა, აქ ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი სარდაფში, ხელშეკრული იყო და ტყვიები ზურგიდან ჰქონდათ ნასროლი. რუსები ხოცავენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. 


close დახურვა