logo
ENG



ბაიდენმა უკრაინისთვის $600 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

16 სექ 202209:13
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა.

პენტაგონმა დააზუსტა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიის განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა, 105 და 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა.

უწყებაში განაცხადეს, რომ დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამხედროების მომზადებასაც მოიცავს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიევს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.


close დახურვა