logo
ENG



ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების $500 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა

20 თებ 202315:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/am97tpe3xbclmpb.png
фото twitter.com/r_stefanchuk

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. მხარდაჭერის ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

აღნიშნულია, რომ ოფიციალურად ვაშინგტონიდან დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ ხვალ, 21 თებერვალს გახდება ცნობილი.

"დღეს გამოცხადებულ პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის და ჰაუბიცებისთვის, მეტი ჯაველინი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო სათვალთვალო სისტემები უკრაინელი ხალხის საჰაერო დაბომბვისგან დასაცავად."- თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

* * *

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელად ჩავიდა. ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებით, რომ ის დღეს კიევში ჩავიდა რათა დაადასტუროს ამერიკის "ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ."

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოლონეთში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი.

 


close დახურვა