ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს.
სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები", - ნათქვამია განცხადებაში.
48 წლის კაცი მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს მოიყოლა. მას მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.