logo
ENG



ბანგლადეშში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე 105 ადამიანი დაიღუპა

20 ივლ 202414:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/20/ihzhbqny2lldpza.jpg

Reuters-ის ცნობით, ბანგლადეშში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე 105 ადამანი დაიღუპა, ხოლო შვიდასზე მეტი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს მიუღებელი უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.

19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. ბანგლადეშში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, დაიხურა უნივერსიტეტები და მთავრობამ დედაქალაქ დაკაში ყველა სახის შეკრება და დემონსტრაცია აკრძალა.

სტუდენტები კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაო ადგილების 30% 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ნათესავებისთვის გამოიყოფა.

2018 წელს სტუდენტების პროტესტის შედეგად, ხელისუფლებამ კვოტების სისტემა შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ივნისში ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ ვეტერანთა ნათესავების სარჩელი დააკმაყოფილა და კვოტების სისტემა კვლავ აღადგინა.


close დახურვა