logo
ENG



ბარაბაში: სააკაშვილმა შეკრიბა მენეჯერები და გვითხრა, რომ წავიდოდა საქართველოში

01 ოქტ 202111:28
3 წუთის საკითხავი
 
ბარაბაში: სააკაშვილმა შეკრიბა მენეჯერები და გვითხრა, რომ წავიდოდა საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის რეფორმების საბჭოს თანამშრომლებს ჰქონდათ ინფორმაცია ექსპერზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესახებ.

როგორც პალიტრანიუსთან მარია ბარაბაშმა განაცხადა, სააკაშვილმა ოფისის თანამშრომლებს პირადად გააცნო საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება.

„მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის საქართველოში იმყოფება. სამი დღის წინ მან შეკრიბა ოფისის წამყვანი მენეჯერები და გვითხრა, რომ ის წავიდოდა საქართველოში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა. უკან როდის დაბრუნდება არ უთქვამს,“- განაცხადა მარია ბარაბაშმა.

კომენტარის თარგმანი ეკუთვნის პალიტრანიუსს.

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. ცოტა ხანში კი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა - სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია.


close დახურვა