logo
ENG



ბარი "ჯაფარასთან" დალუქეს

15 თებ 202109:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/15/hlq3sfi3kppg649.png

დღეს, 15 თებერვალს, გამთენიისას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა გირჩი - მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის ბარი ჯაფარასთან დალუქეს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ბარიდან ორი ადამიანი გამოკითხვაზე წაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, ბარი - ჯაფარასთან 13 თებერვალს დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა . ჯაფარიძის თქმით, ამ ფორმით ის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ჯაფარიძე აცხადებდა, რომ დალუქვის შემთხვევაში, ის ბარს მაინც გახსნიდა და ბარი საქმიანობას იქამდე გააგრძელებდა, სანამ არ დააკავებდნენ.

ბარის გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრულიც იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ჯაფარიძის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

 


close დახურვა