logo
ENG



ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

13 აპრ 202015:27
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და მისი ვირუსით დაინფიცირების შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა. 

"ბარსელონაში ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა. 1965 წელს დაბადებული. ის იყო ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დაავადების გამო. ამას დაემატა ვირუსი. საქართველოს საელჩო არის ოჯახის წევრებთან მუდმივ კავშირზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაკრძალვის პროცედურები იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით მოხდება ამ პროცედურების განხორციელება. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს", - აღნიშნა ზალკალიანმა. 


close დახურვა