logo
ENG



ბარსელონის ყველაზე პოპულარულმა ღირსშესანიშნაობამ "საგრადა ფამილიამ" მუშაობა განაახლა

04 ივლ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 

ბარსელონაში ყველაზე პოპულარულმა ტურისტულმა ღირსშესანიშნაობამ, "საგრადა ფამილიამ" მუშაობა განაახლა, თუმცა ზოგადი ვითარება რეგიონში მკვეთრად გაუარესდა. კატალონიის მთავრობამ, ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, 200 000-ზე მეტი მოსახლე კვლავ იზოლაციაში მოაქცია.

ბარსელონის დასავლეთით მდებარე სეგრიას რეგიონში დღეს საღამოდან შესვლა-გამოსვლა იკრძალება. საკარანტინე ზომების აღდგენა რეგიონში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ინფიცირების ახალი 400 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ორი ადამიანიც ემსხვერპლა.


close დახურვა