მესამე სექტორი სახელმწიფოს ლგბტ თემის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოების ეს ჯგუფი საგანგებო მდგომარეობის პირობებში ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მათზე არ ვრცელდება არც ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური პაკეტი.
თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელი, ბარტ ნიკოლო აცხადებს, რომ ლგბტ თემისთვის ამ პირობებში განსაკუთრებული პრობლემა თავშესაფრის არარსებობაა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სანამ პანდემია გადაივლის, ლგბტ თემს თავშესაფრით დაეხმაროს.
„თემის წევრები არიან საფრთხის წინაშე, რომ დარჩებიან ღია ცის ქვეშ, შესაბამისად, შესაძლოა, ისინი დაჯარიმდნენ კარანტინის წესების დარღვევის გამო და განმეორებით დარღვევის გამო შეიძლება ციხეშიც აღმოჩდნენ. დღევანდელი ყველაზე დიდი პრობლემა არის, ელემენტარული ჭერი თავზე ამ ადამიანებისთვის. არ არსებობს ლგბტ თავშესაფარი საქართველოში, თუნდაც დროებითად სანამ ეს პანდემია გადაივლის, მანამდე სახელმწიფოს ელემენტარული თავშესაფარის საშუალება მაინც უნდა მისცეს ამ ადამიანებს“,-ბარტ ნიკოლიმ.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრის, ანა აბაშიძის თქმით, ორგანიზაცია ხელისუფლებას ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობაზე ხელისუფლებას ინფორმაციას მუდმივად აწვდიდა, მისი თქმით, ტრანსგენდერი ქალები თვითდასაქმებულები არიან, რომლებიც ამ პირობებში ქუჩაში დარჩნენ.
„სახელმწიფომ ძალიან კარგდ იცის, რა სჭირდებათ. ჩვენ ვაწვდიდით მუდმივად ინფორმაციას, რომ განსაკუთრებით ტრანსგენდერ ადამიანებთან მიმართებით არის საცხოვრისის პრობლემა, ჩვენ ვიცით, რომ ისინი პრაქტიკულად დასაქმებულები არ არიან, ისინი თვითდასაქმებულები არიან, რომლებიც დარჩნენ ქუჩაში“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.
სახელმწიფო ლგბტ თემის წარმომადგენლებს ჰიგიენის ნივთებით ერთჯერადად დაეხმარა. ლგბტ თემის თქმით, ეს დახმარება არასაკმარისია. 30აპრილს კი ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა მერიის წინ სახელმწიფოსგან დახმარების მოთხოვნის მიზნით თავის დაწვა სცადა, ის ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.