მიხეილ ბატიაშვილის ყველაზე სკანდალური ბრძანებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. სწორედ განათლების ყოფილი მინისტრის ხელმოწერაა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე დაწყებულ ინსპექტირებაზე. ამ პროცესებს სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ ბატიაშილის გადადგომა დედის გარდაცვალებას უკავშირდება და მთავრობას მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის თანამდებობაზე ყოფნა არ აწყობდა.
"ის გაათავისუფლებს მე-6 სკოლისა და ია კერზაიას საქმის გამო, რადგან დღევანდელ მთავრობაშიც არ სჭირდებოდათ და დამოკლეს მახვილივით იყო ადამიანი, რომელიც ბრალდებული იყო უმძიმეს დანაშაულში. აუცილებლად უნდა დადგეს მისი სისხლის სამაღთლის პასუხისმგებლობა და მე მას დღეიდან კიდევ ერთხელ დავაყნებ და კიდევ ერთხელ მოვითხოვ. ასევე, რა თქმა უნდა, კავშირშია სტრასბურგსი სარჩელი, რომლეიც გუშინ დარეგისტრირდა. სხვა არაფერი მიზეზი არსებობს ადამიანის გადადგომის, რომელიც წლების განმავლობაში რეფორმებზე გველაპარაკებოდა",- აცხადებს შენგელია.