logo
ENG



ბაქრაძე: აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ გამოიღებს შედეგს

06 დეკ 201917:11
3 წუთის საკითხავი
 
s8jlm62286vkm8o.jpg

ოპოზიცის პირველი რეგიონული აქცია ქუთაისში დასრულებულია, ოპოზიციის ლიდერებმა და საზოგადოებამ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს დაპირება და მოუწოდეს უზრუნველყოს, პროპორციული საარჩევნო სისტემით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

აქციებზე გამოდიოდნენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები ერთ-ერთი ბოლო გამომსვლელი იყო, გიორგი ვაშაძე, რომელმაც სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ რეგიონალური აქციები არ აიძულებს ივანიშვილს რომ წავიდეს დათმობაზე და გერმანულ მოდელს დათანხმდეს, მაშინ დაიწყება ეროვნული წინააღმდეგობრივი მოძრაობა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით ეს მოძრაობა უკვე დაწყებულია და ის მთელ საქართველოს მოიცავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, სხვადასხვა პროვოკაციებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტს ხელი შეუშალოს, თუმცა მისივე თქმით ამ პროცესებში „ქართული ოცნების“ რეალური სახე ჩანს

„გასაგებია ივანიშვილი რა მეთოდებზე გადავიდა, ესე ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს აქციებში, მაგრამ რეალურად ხო თავის სახეს გვაჩვენებს ეს არის ის რომ ხელისუფლებამ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვაჩვენა რეალურად ვინ არის, ესე შეუძლია ხალხს ჩუმად ზდიოს ხან კვერცხები ესროლოს ხან შეძახილები იძახონ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს არის ერთი პატარა ვიწრო ჯგუფი ზონდერების, რომლებიც დაგეშილები ჰყავთ. ჩვენ არანაირ რადიკალიზმზე არ მივდივართ, გარდა იმისა რომ ვაყენებთ ჩვენს მოთხოვნებს უბრალოდ ჩვენს მოთხოვნებში ვართ ნამდვილად რადიკალურები უკან დახევას არ ვაპირებთ და ვაპირებთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერები კვლავ შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ კონკრეტულად სად გაგრძელდება აქციები, მისივე თქმით სავარაუდოდ მომავალ კვირას მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება.

„უახლოეს დღეებში ხვალ-ზეგ ოპოზიციური ლიდერების შეკრებაზე გადაწყდება კონკრეტულად სად გაგრძელდება აქციები, მათ შორის მომავალ კვირაში სავარაუდოდ თბილისში იქნება დიდი აქცია, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ გამოიღებს შედეგს, ის რაც ხდება უვე არის საერთო სახალხო წინააღმდეგობა, ეს იქნება მშვიდობიანი არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც იქნება მთელ საქართველოში და რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს და აიძულებს ხელისუფლებას მისცეს ის რასაც დაპირდა და მოატყუა, სამართლიანი არჩევნები“,-განაცხადადავით ბაქრაძემ.


close დახურვა