logo
ENG



ბაქრაძე: ვიცოდით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ელენე ხოშტარია დამოუკიდებელ აქტივობას გეგმავდა

28 დეკ 202015:37
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/28/ww6r6y2qaxy660e.png

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ელენე ხოშტარია დიდი ხანია გეგმავდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელ პოლიტიკურ აქტივობას. მისივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს "პარტიიდან გადინებას".  

"მინდა დავუდასტურო ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა და ასევე, პირადი მეგობრობა ელენე ხოშტარიას, რომელიც იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად.

დიდი ხანია, მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, ამ პოლიტიკური ციკლის, ანუ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ის ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. როგორც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გზაზე.

ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო, რაც არის ამ ქვეყანაში განვითარება, წინსვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება", - თქვა ბაქრაძემ ბრიფინგზე, სადაც ელენე ხოშტარიამ მისი პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს. მისი თქმით, ის ახალი პლატფორმის, ახალი ძალის შექმნას აპირებს. მისივე განცხადებით, არ განიხილება პარლამენტში შესვლის საკითხი.

 


close დახურვა