logo
ENG



ბაქრაძე: ოპოზიცია პარლამენტში შესვლას განიხილავს, თუ კრიზისზე მოხდება სრული შეთანხმება

14 მარ 202111:26
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე: ოპოზიცია პარლამენტში შესვლას განიხილავს, თუ კრიზისზე მოხდება სრული შეთანხმება

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისის შესახებ სრულმასშტაბიანი შეთანხმება მოხდება. 

კერძოდ: 

დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 

შეწყდება პოლიტიკური დევნა და 

მოხდება იმ საკონსტიტუციო პაკეტის ინიცირება, რომლითაც დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და დაბალი ბარიერით. 

"ამ ცვლილებას დასჭირდება საკონსტიტუციო კვორუმი და კენჭისყრა პარლამენტში. ამიტომ, თუ ეს შეთანხმება შედგა, მე შემიძლია ჩემი სახელით გითხრათ, რომ ოპოზიცია მზად იქნება, განიხილოს პარლამენტში შესვლა". - თქვა დავით ბაქრაძემ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დენიელსონი ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრნენ. 

ქართული ოცნების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.

ქართული ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დენიელსონს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან, შემდეგ კი ევროკავშირის წარმომადგენელი ორივე მხარეს შეხვდება. 


close დახურვა