„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, რომ დღეს მართვა ხდება გვერდიდან და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გვერდიდან იმართება.
„ჩვენ დროს ზედმეტად გაძლიერებული ვერტიკალი იყო სახელმწიფოს პრობლემა. ოღონდ, ეს იყო ოფიციალური სახელისუფლებო ვერტიკალი. ესეც კი დაამახინჯა ივანიშვილმა და დღეს მართვა ხდება გევრდიდან. მაგალითად, ყველამ იცის, რომ პროკურატურას მართავს გვერდიდან ფარცხცალაძე და ა.შ.," - განაცხადა ბაქრაძემ.