ბაღდათში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობენ. ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებს ღია ცეცხლში მოუწიათ შესვლა და ადგილზე 5 გარდაცვლილი დახვდათ - 1 ქალი და 4 ბავშვი.