ბაშარ ალ ასადი ვაშინგტონს კოლონიურ ძალას უწოდებს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საუკეთესო პრეზიდენტია. განცხადება სირიის ლიდერმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ასადის თქმით, ტრამპი ღიად საუბრობს, რომ ახლო - აღმოსავლეთის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს. პარალელურად, დღეს თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში ერთობლივი პატრულირება ოფიციალურად დაიწყეს. ისინი თურქეთის მოსაზღვრე ქალაქებს აკონტროლებენ.