23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა გამოძიებას მის გასახსნელად გარკვეული მცდელობები ექნება.
მიხეილ რამიშვილი ასევე აცხადებს, რომ ის პროკლურატურას რამდენიმე დღეს აძლევს, რათა მას საქმის მასალები დაუყოვნებლივ გადასცენ.
„რეკომენდაცია არის, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა ჩატარდეს. როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ ვერ ვარ ვართ ექსპერტიზის თვალსაზრისით წინ წასული, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს, მაგრამ რაღაც მცდელობა იქნება, რომ გაიხსნას კომპიუტერი.
ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეს არის ჩემი შუამდგომლობა რომელიც დავაყენე და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სულ რამდენიმე დღეს ვაძლევ გამოძიებას, რომ დაუყოვნებლივ შეწუხდეს პროკურატურა და ის მასალა, რაც არის მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ მომაწოდოს, თორემ მე უკვე სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებ“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.