logo
ENG



ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ დასრულებულა

29 ივლ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

ლევან სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ოჯახის ადვოკატი, რომელიც ეჭვობს, რომ ლეპტოპი გახსნილია და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძალოვანებმა უკვე წაშალეს. გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ გარდაცვლილის მშობლები.

იმ შემთხვევაში, თუ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი დროულად არ გაეცემა და საქმე არ გაიხსნება, 23 წლის პროგრამისტის ახლობლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და აქციებს დაიწყებენ. ოჯახის ეჭვებს იწვევს ისიც, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვაზე საუბრის დაწყებას, გარდაცვლილის გვერდის წაშლა მოყვა.


close დახურვა