logo
ENG



ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა

24 ივლ 202015:29
3 წუთის საკითხავი
clock 1762
l8mwvnxrnuypx0k.jpg

ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა

ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის დამატებას ითხოვდა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულად ცნეს. 

გარდაცვლილი გოგოს მამის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით დღეს მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას მიმართა. იმის გამო, რომ საქმეში დაზარალებულად არავინ არ იყო ცნობილი, დღეს ადვოკატ მიხეილ რამიშვილს საქმის მასალები არ გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. 


close დახურვა