ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში ინტერპოლი ჩაერთო.
ორგანიზაცია ლიბანში სპეციალისტების ჯგუფს აგზავნის, გაერო კი ქვეყანაში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საუბრობს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პორტის განადგურება საკვებით მომარაგებას შეაფერხებს და ფასებს გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ ათასობით ტონა საშიში ნივთიერების აფეთქების შედეგად ბეირუთში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5 ათასამდე კი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის გარეშე 300 ათასამდე ადამიანი დარჩა.