logo
ENG



ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბზე სარაკეტო იერიში განახორციელა

28 სექ 202410:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/28/i3pdrzk2gbr5uqs.jpg

პარასკევს ღამით ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სამიზნე შესაძლოა დაჯგუფების ხელმძღვანელი ჰასან ნასრალა გამხდარიყო, თუმცა მისი დაშავების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამივიდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომში ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ომში იმარჯვებს.

ისრაელის არმიის განცხადებით, "მაღალი სიზუსტის დარტყმა" დაჯგუფების ცენტრალურ შტაბზე იყო მიმართული. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ. ლიბანმა ოფიციალურად 6 ადამიანის დაღუპვა და 91-ის დაშავება დაადასტურა.

ისრაელური მედიის მონაცემებით, დარტყმის მიზანი ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა იყო. თუმცაღა დასავლური მედიები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ნასრალა ცოცხალია და უსაფრთხოდ.

ისრაელის არმიის პრესსამსახური აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად ჰეზბოლას სარაკეტო დანაყოფის მეთაური მუჰამედ ალი ისმაილი და მისი მოადგილე ჰუსეინ აჰმად ისმაილი მოკლეს. გარდა ამისა, დაიღუპნენ სარაკეტო დანაყოფის სხვა მეთაურებიც.


close დახურვა