logo
ENG



ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გატარების მოწოდება ლუკაშენკომ დასჯადი გახადა

15 დეკ 202111:01
3 წუთის საკითხავი
 
ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გატარების მოწოდება ლუკაშენკომ დასჯადი გახადა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გატარების მოწოდება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ხდება.

ახალი კანონის თანახმად, თუ სანქციების მოწოდება მიმართულია რიგითი მოქალაქეებისკენ, ისჯება ექვს წლამდე პატიმრობით; თუ სანქციებისკენ მოწოდება მიმართულია უცხოურო ორგანიზაციებისა და მთავრობებისკენ ისჯება ათ წლამდე პატიმრობით; თუ მოწოდებები განხორციელდა ოფიციალური პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ისჯება 12 წლამდე პატიმრობით.

ლუკაშენკოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიღებული ზომები ადეკვატურია.

გასული წლის აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსი მასობრივი საპროტესტო აქციები მოეწყო, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მას შემდეგ დასავლეთი სულ უფრო აფართოებს სანქციებს ბელარუსის ხელისუფლების მიმართ.


close დახურვა