logo
ENG



ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარს კეტავს

18 სექ 202009:56
3 წუთის საკითხავი
clock 408
58rud0t8yofh8oh.jpg

ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარს კეტავს. ასევე კონტროლი გაძლიერდება უკრაინის საზღვართანაც. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს. 

ლუკაშენკომ მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა მათ, თავიანთ პოლიტიკოსებს ომის დაწყების უფლება არ მისცენ. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს არ სჭირდება სხვა სახელმწიფოების მიერ არჩევნების აღიარება. სიტყვით გამოსვლისას მან სპეცრაზმი საპროტესტო აქციებზე მოქმედებისთვის შეაქო.

"იძულებულები ვართ ქუჩებიდან გავიყვანოთ ჯარი. ნახევარი არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ და ჩავკეტოთ სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით, უპირველეს ყოვლისა, ლიეტუვასთან და პოლონეთთან. იძულებულები ვართ გავაძლიეროთ სასაზღვრო კონტროლი ჩვენს მოძმე უკრაინასთანაც. არ შეიძლება ცხელ ომამდე მისვლა. არ მსურს, ბელარუსი, პოლონეთი ან ლიეტუვა გადაიქცნენ ბრძოლის ველად, სადაც სხვების საკითხები გადაწყდება", - განაცხადა ლუკაშენკომ. 


close დახურვა