ბელარუსი სამხედროები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა УНІАН ავრცელებს და ადასტურებს ვიტალი კრილოვი, ანტიტერორისტული თავდაცვის რეგიონული მმართველობის წარმომადგენელი.
„ბელარუსი ომში შევიდა. ბელარუსი ჯარისკაცები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ",- აცხადებს კრილოვი.
სოფლების სლაბინის, პაკულის და მიხაილო-კოციუბინსკის მოსახლეობა აცხადებს, რომ შენიშნა სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილება, რომელსაც თეთრი წრის ნიშანი ჰქონდა.
მოსახლეობის ინფორმაციით, ბელარუსის კოლონამ დილით 11:30 საათზე ჩაიარა, ისინი სლაბინის და პაკულის მიამრთულებით მიდიან.