ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვიქტორ გულევიჩის თქმით, ბელარუსი უკრაინის საზღვარზე სპეცრაზმის განთავსებას გეგმავს.
გულევიჩის თქმით, ამის მიზეზი შეერთებული შტატებისა და NATO-ს მოკავშირეების მხრიდან რესპუბლიკის საზღვართან თავიანთი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებაა.
"ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერიტორიაზე სპეცრაზმი განლაგდება", - თქვა გულევიჩმა.
ამასთან, გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით უკრაინელი ჯარების 20 000-იანი კონტინგენტის ყოფნა „ბელარუსისგან პასუხს მოითხოვს“.
"ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში საკრუიზო რაკეტების მატარებელი ჯგუფები გამოჩნდნენ, ხოლო საავიაციო ჯგუფი გაიზარდა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს ყველაფერი ბელარუსის რესპუბლიკის მზარდ საფრთხეზე მიუთითებს", - თქვა გულევიჩმა.