![o4endszuyws4q9r.jpg](/uploads_script3/news/o4endszuyws4q9r.jpg)
ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია, იწვის მუყაოს ყუთები და საბურავები.
როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში „ფორმულას“ განუცხადეს, ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამ მომენტისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.