logo
ENG



ბენ უოლასი: ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ ის აღარ არის უძლეველი

12 ოქტ 202221:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/v4gzd5hy7n6p1pe.png
(Jacob King/PA) / PA Wire

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი ამბობს, რომ უკრაინაში მისი არმიის წარუმატებლობის სერიით ვლადიმერ პუტინი აღმოაჩენს, რომ რუსეთი აღარ არის ზესახელმწიფო.

"პუტინმა აღმოაჩინა, რომ რუსეთი არ არის ზესახელმწიფო. ეს მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ გჯერა საკუთარი აჟიოტაჟის, ითვლიდი ტანკებს საპარადო მოედანზე და ჩათვალე, რომ დაუმარცხებელი ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის."- ამბობს უოლასი

Standard-თან ინტერვიუში, ბენ უოლესმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა დაემარცხებინა პუტინის შემოჭრა, რათა ეჩვენებინა, რომ ომებს ვერ მოიგებ " წესების გარეშე მილიონობით ადამიანის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრით და ადამიანთა სიცოცხლისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე".

გაერთიანებული სამეფოსა და მოკავშირეების სწავლების შემდეგ, ის ასევე ამტკიცებს, რომ ახლა "ძირითადი უკრაინელი ჯარისკაცი უკეთესია, ვიდრე ძირითადი რუსი ჯარისკაცი", პუტინის პროფესიონალი სამხედროების დანაკარგების მასშტაბისა და ათიათასობით ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცის განლაგების გათვალისწინებით. 

მას მიაჩნია, რომ პუტინის ძალები უკრაინაში მარცხდებიან "თავიანთი სამხედრო შესაძლებლობების" და მათი ხელმძღვანელობის არასწორი "სტრატეგიული ვარაუდების" გამო.

"ყოველ ჯერზე ხალხი არასაკმარისად აფასებდა უკრაინას და გადაჭარბებულად აფასებდა რუსეთს. პუტინს  უკანა ჯიბეში ჰყავს მილიონობით ადამიანი, რომლებიც მას შეუძლია ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყაროს წესების გარეშე, ადამიანთა სიცოცხლეების, უდანაშაულო ადამიანებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათვალისწინების გარეშე. თუ მისი ეს ნაბიჯი წარმატებული იქნება, ეს მთელ მსოფლიოში გაგზავნის შეტყობინებას, რომ ასე აღწევენ ომებში გამარჯვებას. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, ამას ვერ მივიღებთ."-განაცხადა უოლასმა


close დახურვა